მეცხრე დღის რეფლექსია
დღეს, 20 ივლისს, დასრულდა ინტელის 36 საათიანი ტრენინგ-კურსი, შესაბამისად, ყველა მონაწილემ გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია, რაც საინტერესო და, ამავე დროს, მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან უკეთესად გავიგე, რა დადებითი მხარეები აქვს მოსწავლისთვის პროექტებით სწავლებას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირებით, თან სხვების პრეზენტაცია, ვფიქრობ, დამეხმარა, უფრო კარგად ჩავწვდომოდი პროექტის მიმდინარეობის მნიშვნელობას. გავიგე, ბევრი რამ სხვადასხვა საგნის შესახებ.
მინდა, რომ ჩემი პროექტი განვახორციელო რეალობაში. იმედს გამოვთქვამ, შევძლებ და იმ მიზნებს მივაღწევ, რაც გათვლილი მქონდა.
დიდი მადლობა, ქალბატონო თამარ, რომ ასეთი კარგი ადამიანი ხართ!
პროექტებით სწავლება
პროექტის პრეზენტაცია
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი
Sunday, July 20, 2014
Saturday, July 19, 2014
მერვე დღის რეფლექსია
დღეს ნამდვილად
მნიშვნელოვანი ტრენინგი იყო: დავწერეთ პროექტის მსვლელობა. ამასთან განვიხილეთ ფსიქოლოგ
ნინო ლაბარტყავას პრეზენტაცია გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ, რომელშიც
ყურადღება იყო გამახვილებული მოსწავლეთა დიფერენცირებაზე, რაც უნდა გავითვალისწინოთ
პროექტში.
მადლობა!
Wednesday, July 16, 2014
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე გამოირჩეოდა იმით, რომ კარგად ვიმუშავეთ ანუ ბევრი მნიშვნელოვანი აქტივობა განვახორციელეთ. მოვახდინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების ადაპტირება; განვიხილეთ უკუკავშირის ფორმები; პროექტის გეგმის შაბლონში გავაკეთეთ პროექტის შეფასების მოკლე აღწერა შეფასების დროის ჩარჩოს მიხედვით, ასევე კომენტარების მიცემა ვორდის პროგრამაში.
გ მ ა დ ლ ო ბ თ!!!

Sunday, July 13, 2014
მეექვსე დღის რეფლექსია
დღეს შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, ე.წ. პრეზენტაცია, რომელიც გამოვაქვეყნეთ Blogger-ზე. მოვისმინეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია საავტორო უფლებების შესახებ. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი მართლაც ყურადღებამისაქცევია. კიდევ ერთხელ გაიმეორეთ, როგორ უნდა გადაგვეტანა პრეზენტაცია, რასაც , მგონი, დამოუკიდებლად კარგად გავართვი თავი.
გმადლობთ, გაიხარეთ!
გმადლობთ, გაიხარეთ!
Saturday, July 12, 2014
მეხუთე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე კარგად დაიწყო და დამთავრდა. გამიადვილდა იმის გაკეთება, რაც ვისწავლეთ, კერძოდ: გავაკეთეთ ბუკლეტი, ვისწავლეთ სლაიდების შექმნა ანუ გავაკეთეთ პრეზენტაცია და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. სლაიდების გაკეთება სახალისო იყო, რამაც გამოიწვია სამუშაო დროის სწრაფი დამთავრება.
მ ა დ ლ ო ბ ა !

Sunday, July 6, 2014
Saturday, July 5, 2014
მესამე დღის რეფლექსია
დღესაც მნიშვნელოვანი დეტალები შევისწავლეთ. ვიმუშავეთ მეორე მოდულის მეორე აქტივობაზე, რომლის დახმარებითაც ჩემს საქაღალდეში, კურსის რესურსებში,
გადმოვიტანე საგნის სტანდარტი, ბლუმის განახლებული ზმნების ცხრილი,განვიხილეთ პროექტისთვის დამახასიათებელი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
სამწუხაროდ, ცოტა შეუძლოდ ვიყავი.

Subscribe to:
Posts (Atom)