პროექტის პრეზენტაცია

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Sunday, July 20, 2014

                           მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს, 20 ივლისს, დასრულდა ინტელის 36 საათიანი ტრენინგ-კურსი, შესაბამისად, ყველა მონაწილემ გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია, რაც საინტერესო და, ამავე დროს, მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან უკეთესად გავიგე, რა დადებითი მხარეები აქვს მოსწავლისთვის პროექტებით სწავლებას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირებით, თან სხვების პრეზენტაცია, ვფიქრობ, დამეხმარა, უფრო კარგად ჩავწვდომოდი პროექტის მიმდინარეობის მნიშვნელობას. გავიგე, ბევრი რამ სხვადასხვა საგნის შესახებ.
მინდა, რომ ჩემი პროექტი განვახორციელო რეალობაში. იმედს გამოვთქვამ, შევძლებ და იმ მიზნებს მივაღწევ, რაც გათვლილი მქონდა.
  დიდი მადლობა, ქალბატონო თამარ, რომ ასეთი კარგი ადამიანი ხართ!

No comments:

Post a Comment